4-03-2022
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივები პრიორიტეტად გარე განათების მოწყობას, შიდა გზებისა და ამბულატორიის რეაბილიტაციას ასახელებენ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 748 000 ლარი დაიხარჯება.
"დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართება" - აცხადებენ მერიაში.