გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი მსახიობის, გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

5-03-2022

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მსახიობის, გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო და ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს სამძიმარს უცხადებს.


„მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მსახიობის გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო. მან ღირსება, ვაჟკაცობა და თავმდაბლობა თავის გმირებში განასახიერა და ისეთი დაუვიწყარი სახეები შექმნა, რომლებმაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურეს. ვუსამძიმრებ გუჯა ბურდულის ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს ასეთი დიდი დანაკარგის გამო,"- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.