გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, კასპის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

5-03-2022

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი და მუნიციპალიტეტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ კოდისწყაროს, ქვემო ჭალის და სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის 20 სოფლის მაცხოვრებლებს.


აღნიშნული პროგრამის მიზანია სოფელზე გამოყოფილი თანხების ფარგლებში მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი პრიორიტეტული პრობლემა მოაგვაროს. პროგრამა ხელს უწყობს როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში რაც მნიშვნელოვანია.


პროგრამის ფარგლებში ის პროექტები ხორციელდება, რომელსაც ადგილობრივების უმრავლესობა გადაწყვეტს. მოსახლეობა ძირითადად სოფლის შიდა გზების მოხრეშვას, გარეგანათების, სპორტული და საბავშვო სივრცეების მოწყობას ითხოვს.


2022 წელს კასპის მუნიციპალიტეტისთვის 950 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სოფლებზე თანხები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა განაწილებული 10 000 -დან 20 000 ლარის ფარგლებში.
მოსახლეობასთან შეხვედრები კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება.