გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

5-03-2022

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.


ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ღარის, შეუბნის, უწერის და გომის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.


შეხვედრებზე ასევე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მხარის რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი ნოდარიშვილი და ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, მოადგილეები ალავერდი ხვედელიანი და გიორგი მარკოიშვილი, ასევე რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.


მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა სოფლის საერთო კრება. მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა" შესაბამისად.


საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვნი პრიორიტეტები განსაზღვრა.


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 8 მარტს დასრულდება.