გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანდრია გვიდიანი: ამ ვითარებაში სავიზო რეჟიმის შემოღებას ექნება მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა, რაც პოლიტიკური კუთხით აბსოლუტურად უმწიფარი და ემოციური გადაწყვეტილება იქნება

6-03-2022

,,რატომღაც უვიზო რეჟიმის წარმოჩენა ისე ხდება, თითქოს საზღვრები დაუცველია, თითქოს საქართველოში შემოსვლის პროცედურა საერთოდ არ არსებობს. ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ ისეთი სურათის დახატვას, თითქოს ერთი მიტოვებული უკარ-ფანჯრო შენობა ვართ, სადაც ყველა თავის ჭკუაზე შედის და გამოდის’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ახალი კამპანიის წამოწყებას სავიზო რეჟიმის შემოღებაზე.


როგორც გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს საზღვრები დაცულია და სამწუხაროდ მიზანმიმართულად ხდება საზოგადოებაში პანიკის დათესვა, რაც ზრდის დაუცველობის განცდას და ამძაფრებს ისედაც მძიმე ემოციურ ფონს.


მისი განმარტებით, სახელმწიფოს ყველა ბერკეტი გააჩნია მიგრაციის საკითხების ეფექტურად რეგულირებისთვის. უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს, საქართველოში შემოსვლას და აქ დასახლებას. უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების (94 ქვეყანა) მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის უფლება აქვთ არასრული 1 წლის განმავლობაში.


,,რატომღაც უვიზო რეჟიმის წარმოჩენა ისე ხდება, თითქოს საზღვრები დაუცველია, თითქოს საქართველოში შემოსვლის პროცედურა საერთოდ არ არსებობს. ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ ისეთი სურათის დახატვას, თითქოს ერთი მიტოვებული უკარ-ფანჯრო შენობა ვართ, სადაც ყველა თავის ჭკუაზე შედის და გამოდის. სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ხდება საზოგადოებაში პანიკის დათესვა, რაც ზრდის დაუცველობის განცდას და ამძაფრებს ისედაც მძიმე ემოციურ ფონს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს ყველა საჭირო ბერკეტი აქვს მიგრაციის საკითხების ეფექტურად რეგულირებისთვის. საზღვრებიც დაცულია, უსაფრთხოებაც და საზოგადოებრივი წესრიგიც, ამიტომ დამშვიდდით და ნუ აყვებით უსაფუძვლო ისტერიას. მინდა რამოდენიმე განმარტება გავაკეთო სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.


უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს, საქართველოში შემოსვლას და აქ დასახლებას. უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების (94 ქვეყანა) მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის უფლება აქვთ არასრული 1 წლის განმავლობაში;


მიუხედავად უვიზო რეჟიმისა, განსაკუთრებული რისკის მქონე შემთხვევებისთვის მოქმედებს კანონი - "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ". აღნიშნული კანონი არეგულირებს საქართველოში შემოსვლის წესებს. მათ შორის უ ვ ი ზ ო შემოსვლის მსურველთათვის;


ამ კანონის მე-11-ე მუხლი განმარტავს, საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს;

შესაბამისად, სახელმწიფოს უსაფრთხოების მიმართ რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი უარი უთხრას ნებისმიერ პირს ქვეყანაში შემოსვლაზე.


საემიგრაციო ვითარების საგანგაშოდ გართულების შემთხვევაში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეს უფლება აქვს ნებისმიერ პირს უარი უთხრას ქვეყანაში შემოსვლაზე და გააბრუნოს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, საიდანაც მოდის. P.S. - როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცეები მიხვდნენ, რომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია 21-ე საუკუნის ფაშიზმია. ამიტომ წამოიწყეს კამპანია სავიზო რეჟიმის შემოღებაზე. P.P.S. - მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ვითარებაში სავიზო რეჟიმის შემოღებას ექნება მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა, რაც პოლიტიკური კუთხით აბსოლუტურად უმწიფარი და ემოციური გადაწყვეტილება იქნება ’’ - წერს გვიდიანი facebook - ზე.