გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამთა მეგრელიშვილი: ამ მძიმე ვითარებაში რატომ ზრდით ხალხში მღელვარების მუხტს?!

6-03-2022

რას ემსახურება ეს სიუჟეტი?!! ხალხის ნდობა ფეიკ ნიუსებს არ მოაქვს ნოდარ მელაძევ, არა ყველა ომი დიდი უბედურებაა და ყველაზე დიდ ფასს ხალხი საკუთარი და ახლობლების სიცოცხლითა და სისხლით იხდის. ამ წუთებშიც, მე როცა ამას ვწერ უმძიმესია ოკუპანტი რუსეთის ქმედება უკრაინელი ხალხის მიმართ - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ფეიკ ნიუსის შესახებ.


როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს, ვიდეო რომელსაც მაყურებელი ნახავს ეთერში არის გათხრილი საფლავები რუსეთში.


„ყველა ომი დიდი უბედურებაა და ყველაზე დიდ ფასს ხალხი საკუთარი და ახლობლების სიცოცხლითა და სისხლით იხდის. ამ წუთებშიც, მე როცა ამას ვწერ უმძიმესია ოკუპანტი რუსეთის ქმედება უკრაინელი ხალხის მიმართ. TV Pirveli, თქვენთან მაქვს კითხვა, ამ ყველაფრის ფონზე რას ემსახურება თქვენ მიერ მომზადებული სიუჟეტი ფეიკ ნიუსით? ვიდეო რომელსაც ახლა მაყურებელი ნახავს ეთერში არის გათხრილი საფლავები რუსეთში. - ეს არის საფლავები რომელშიც უნდა ჩაასვენონ უკრაინაში მოკლული ჯარისკაცები. ძალიან მძიმე საყურებელია, მაგრამ დიდი ტყუილია! თქვენ მიერ სიუჟეტში გამოყენებული ვიდეო კადრები გადაღებულია 2021 წლის ოქტომბრის თვეში. ვიდეო გადაღებულია - სურგუტში. ვიდეოს გადამღები სინამდვილეში საუბრობს, რომ ელოდებიან პანდემიის მეოთხე ტალღას. თქვენ სიუჟეტში მისი ხმა აღებულია. ამ მძიმე ვითარებაში რატომ ზრდით ხალხში მღელვარების მუხტს?! რას ემსახურება ეს სიუჟეტი?!!! ხალხის ნდობა ფეიკ ნიუსებს არ მოაქვს ნოდარ მელაძევ, არა“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.