გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

7-03-2022

კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. #4 საჯარო სკოლის და მიკრო რაიონის დასახლების დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ესწრებოდნენ.


მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის დაგებამდე გზაზე მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლოები.


გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „გ.კ.“ ასრულებს. პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 157 939 ლარია.


გზა უმოკლესია როგორც #4 საჯარო სკოლასთან, ასევე ცენტრალურ გზასთან. ახალად რეაბილიტირებული გზა კომფორტული იქნება გადაადგილებისთვის, ამასთან მნიშვნელოვნად ამცირებს მანძილს, როგორც სკოლამდე, ისე ცენტრალურ მაგისტრალამდე და ადგილობრივებს აღარ მოუწევთ შემოვლითი გზით სარგებლობა - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.