გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სახერხი საამქროს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა პატიმრობით დაისჯება

11-05-2018

სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის ან თერმული დამუშავების მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე დამონტაჟება დღეიდან დანაშაულად ითვლება და პირველ შემთხვევაში 1 წლამდე, ორჯერ ან მეტჯერ ჩადენისას კი 1-დან 2 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

თუ ამ დანაშაულის ჩამდენი იურიდიული პირია (მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება), მაშინ იგი დაისჯება საწარმოს ლიკვიდაციით ან 3 წლამდე ვადით ჩამოერთმევა საქმიანობის უფლება.

ცვლილების თანახმად, დანაშაულად ჩაითვლება ასევე მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან საშეშე მერქნის სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირებაც, თუკი იგი ჩადენილია იმ პირის მიერ, ვისაც: მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან საშეშე მერქნის სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირებისათვის 1 წლის მანძილზე 2-ჯერ ჰქონდა დადებული ადმინისტრაციული სახდელი; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) მოპოვებული ხე-მცენარეების სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირების გამო ან სპეციალური ფირნიშის გარეშე სახერხ საამქროში შეტანისათვის 1 წლის მანძილზე 2-ჯერ ჰქონდა დადებული ადმინისტრაციული სახდელი; სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ანდა ნებისმიერი ფორმით გასხვისების გამო (გაყიდვა, გაცვლა, გაჩუქება და სხვა) დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი. ამ დანაშაულის ჩადენა 1 წლამდე, ხოლო ორჯერ და მეტჯერ ჩადენა 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა და დღეიდან ამოქმედდა.

reginfo.ge