გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისათვის და ყველა მომავალი თაობისათვის

7-03-2022

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისათვის და ყველა მომავალი თაობისათვის.


"დღეს ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი, ღირსებით, პატრიოტიზმითა და განათლებით გამორჩეული მამულიშვილი, იგი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა ქართველებისა და აფხაზების ერთიანობისათვის.


"თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია " - მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი მიწერილი ეს სიტყვები ჟიული შარტავას გმირობის შემსწრე უცნობ აფხაზს ეკუთვნის.


ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისათვის, ყველა მომავალი თაობისათვის. დიდება ჩვენს გმირებს!",- აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.