გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

7-03-2022

საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში   მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 7 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება

 

რეგისტრაცია მიმდინარეობს  ელექტრონულად ვებგვერდზე online.naec.ge. 

 

რეგისტრაციის დროს მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 4 აპრილის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

 

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც არ აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი და სურს დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება. თუ მონაწილე ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.


საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება კი შეუძლია ყველა მსურველს რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება. 

 

დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.