გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე ვუჭერთ მხარს უკრაინას, უკრაინული ქალაქების დასახმარებლად 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და იქ რჩება ჩვენი ელჩი, რომ არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩეს უყურადღებოდ

7-03-2022

პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე ვუჭერთ მხარს უკრაინას, უკრაინული ქალაქების დასახმარებლად 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და უკრაინაში რჩება საქართველოს ელჩი იმისთვის, რომ არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების მიღმა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, ასევე, გაგრძელდება უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის პროცესიც.


„მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ ჩემი სოლიდარობის გამოხატვით დავიწყო. რა თქმა უნდა, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმე საყურებელია. კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მხარი დავუჭირეთ და რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ. ამას გარდა, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ დღეის მდგომარეობით, დახმარების სახით უკრაინაში 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინული ქალაქების დასახმარებლად და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ დახმარებას გავგზავნით უკრაინაში. ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე რჩებოდა, ახლაც, რა თქმა უნდა, უკრაინაშია, გადასულია სხვა ქალაქში. კიევში იყო და სულ რამდენიმე დღის წინ გადავიდა კიევიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე გავაკონტროლებთ იმისთვის, რომ არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც უკრაინაშია, არ დარჩეს ყურადღების მიღმა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.