გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოთარ შამუგია: ვალდებული ვართ, ყველა კონკრეტული გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების, ფერმერებისა და მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ

7-03-2022

ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, ფერმერებისა და მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მისივე თქმით, ეს არის მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა საკითხს და, შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას.


ამასთან, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ აგრარული პროდუქციისთვის ბაზრის დივერსიფიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და აღნიშნა, რომ ამ ფაქტორს უკავშირდება ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხიც.


„პირველ რიგში მინდა, აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ბაზრების დივერსიფიკაციისთვის; ამ საკითხებზე წლებია ვმუშაობთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან ისეთ ბაზრებზე ექსპორტის ზრდისთვის, როგორიც არის ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი და ა.შ. გვაქვს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს, სასურსათო პროდუქციის რეკორდული ექსპორტი გვქონდა, მილიარდ 142 მილიონი დოლარის ფარგლებში, დაახლოებით, 200 მილიონიანი ზრდა წინა წლის პერიოდთან შედარებით, რაც კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის შედეგია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ქართულ ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა. ამასთან, მინისტრის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის კომუნიკაცია რუსულ მხარესთან შედგა რამდენიმე დღის წინ რუსული მხარის ინიციატივით, მათი მომართვის საფუძველზე.


„ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს კონკრეტული გეგმა იმ სტანდარტების და რეგულაციების დასანერგად, რაც საჭიროა ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ევროკავშირში გასატანად. ევროკავშირში დაშვებულ იქნა თაფლი და შარშან ამ მიმართულებით გვქონდა ძალიან კარგი შედეგი. ამ პროცესის გაგრძელებაა რუსეთში და ევრაზიის კავშირის სხვა ქვეყნებში ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტის საკითხი. მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო კონკრეტული კომპანიების მომართვის საფუძველზე. 2020 წელს სურსათს ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. ამის შემდგომ ჩვენ, გარკვეული დოკუმენტაციების და ინფორმაციების მიწოდების გარდა, რაც საჭირო იყო ამ პროცესისთვის, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ 15 კომპანიის პროდუქცია დაშვებულია ბაზარზე“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.