გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის ორი სკოლის სამზარეულოში დარღვევები გამოავლინეს

11-05-2018

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსთავში სკოლების ბუფეტები დააჯარიმა.

კერძოდ, 200 ლარის ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრათ ბიზნესოპერატორებს გამოვლენილი მონიტორინგის დროს სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო (მუხლი 67).

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა ბიზნესოპერატორი ელენე ბუაჩიძე, რომელსაც პროდუქცია  №23-ე საჯარო სკოლის ბუფეტში შეაქვს. 

ასევე დაჯარიმდა №5 საჯარო სკოლის ბუფეტის ბიზნესოპერატორი გიორგი ცხოვრებოვიც.     

აღნიშნული სკოლების ბუფეტები / სამზარეულოები  სეს-მა 2018 წლის იანვარ-მარტის პერიოდში დააჯარიმა. სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტების კონტროლს პერმანენტულად ახორციელებს. 

"ინფორუსთავი"