გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კურტ ვოლკერი: საქართველო ფრთხილად უნდა იყოს, რომ სამიზნე არ აღმოჩნდეს

7-03-2022

მე მესმის საქართველოს სურვილისა, რომ არ იყოს რომელიმე ჯგუფის გვერდზე, საქართველო უნდა იყოს ფრთხილად, რომ არ აღმოჩნდეს სამიზნე - ამის შესახებ ტვ „ფორმულას“ ეთერში უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განაცხადა.


როგორც ვოლკერი აღნიშნავს, ხედავს უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას.


„მე არ მაინტერესებს რუსეთს ვინ ყავს მტრების სიაში. ისინი რას აკეთებენ, არაპროვოცირებულად ესხმიან თავს სამოქალაქო მოსახლეობას, ეს არის ბარბაროსული ომი და თუ რუსეთი არ გვეძახის მტერს ძალიან კარგი, მაგრამ მე მესმის საქართველოს სურვილისა, რომ არ იყოს რომელიმე ჯგუფის გვერდზე, საქართველო უნდა იყოს ფრთხილად, რომ არ აღმოჩნდეს სამიზნე. ჩვენ ვხედავთ რამდენად უჭერს საქართველო მხარს უკრაინას და საქართველოს მოსახლეობა გულებში უკრაინის მხარეს დგას “ - აცხადებს კურტ ვოლკერი.