11-05-2018
ფრაქცია „ქართული-ოცნება რეგიონების განვითარებისთვის“ წევრი და ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი პრემიერ მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„ბოლო წლებში, სახელმწიფოს ზრუნვის ერთ-ერთ ძირითად საგანს ინფრასტრუქტურული პროექტები და მათ შორის წყალმომარაგება წარმოადგენს, რაც სიახლე აღარავისთვისაა. პრემიერის ეს განცხადება, რომლებიც განიხილავს წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხს, უკვე კონკრეტულ ციფრებში გამოიხატება, კერძოდ, ეს არის 100-ზე მეტი განხორციელებული პროექტი და 200 000-ზე მეტი კმაყოფილი ბენეფიციარი, რაც იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფოს გააჩნია კონკრეტული ხედვა და გეგმა, რომელიც რომელიც დროშია გაწერილი, ყველა საკითხთან დაკავშირებით. აქვე, იმედს გამოვთქვამ, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, მათ შორის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებშიც, ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება. კერძოდ, მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ ლაგოდეხის ეს კონკრეტული პრიექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და დაიწყება მუშაობა ახალ პროექტზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტესიური კონსულტაციების საფუძველზე“- განაცხადა მაჭარაშვილმა.