8-03-2022
„დღეს ვინც ქართულ ეკლესიას და უწმინდესს და უნეტარესს ლანძღავს, ამ ადამიანს რა სიტყვებით ამკობენ, რას აკადრებენ ყოველ ჩვენთაგანს და ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერი და ღირსებაზე გველაპარაკებიან ზოგიერთი პოლიტიკოსები როდესაც ამას ვითმენთ? მაგაზე მეტი რა შეურაცხყოფა უნდა მომაყენონ - განაცხადა გოგა ხინდრავამ „უცნობის კიდობანში“.
მისი თქმით, ჩერგოლეიშვილი გამოდის ლანძღავს და კაცს, რომელმაც საქართველო სიბნელიდან გამოიყვანა.
„კარგად მახსოვს, პატარა ბიჭი აღარ ვიყავი, 20 ეკლესია იყო და რვა მღვდელთმთავარი საქართველოში და ეკლესიაში თუ ვინმეს ნახავდი, მოხუც ქალებს, აი ამ დროს მოვიდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, 45 წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში და დღეს საქართველო, სადაც 2 კათედრალური ტაძარია აშენებული ისეთი, რომელიც მსოფლიოში არ აშენებულა მეოცე საუკუნეში, ეს არის მართლმადიდებელი ერი, ეკლესიებია სავსე და ხალხი დაუბრუნდა რწმენას იმ კომუნისტური ჭაობიდან. მაგათი მამები რომ იყვნენ ყველანი „ზნაჩოკებით“ რომ დადიოდნენ, ჯიბეში პარტბილეთები ედოთ და დანოსებს რომ წერდნენ, დღეს ვინც ქართულ ეკლესიას ლანძღავს და უწმინდესს და უნეტარესს, ამ ადამიანს რა სიტყვებით ამკობენ, რას აკადრებენ ყოველ ჩვენთაგანს და ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერი და ღირსებაზე გველაპარაკებიან ზოგიერთი პოლიტიკოსები როდესაც ამას ვითმენთ? მაგაზე მეტი რა შეურაცხყოფა უნდა მომაყენონ, ჩემი მშობელია, მაგან გამზარდა და მისი შემყურე ვარ რაც ვარ, სიკეთის მხარეს ვიდექი, ვდგავარ და ვიდგები. მისი დამსახურებაა ეს და თვალსა და ხელს შუა როგორ გვილანძღავენ. ეს არის ღირსება?“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.