11-05-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა 2 პირი: 1992 წელს დაბადებული გ.ბ. და 1980 წელს დაბადებული ა.ს. ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გორში, შინდისის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი საწყობიდან, სატვირთო ავტომანქანის ნაწილების მოპარვას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება ჯგუფურად ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.