გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ევროპელი კოლეგები ამბობენ, რომ დღევანდელი მოვლენები არის ევროკავშირის ერთიანობის მაჩვენებელი და განიხილავენ, როგორ გახდეს ევროპა და ჩვენი რეგიონი მეტად უსაფრთხო

9-03-2022

ჩვენი ევროპელი კოლეგები ამბობენ, რომ დღევანდელი მოვლენები არის ევროკავშირის ერთიანობის მაჩვენებელი და განიხილავენ, როგორ გახდეს ევროპა და ჩვენი რეგიონი მეტად უსაფრთხო, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.


მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, ისაუბრა ევროპარლამენტში ევროპული უსაფრთხოების გამოწვევებზე დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით.


„საინტერესო არის, უსაფრთხოების კუთხით როგორია ჩვენი ევროპელი კოლეგების ხედვები. ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ ისინი ხედავენ ამ გამოწვევას, არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს გამოწვევას, არამედ გამოწვევას, რომელიც უშუალოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეხება. რა თქმა უნდა, ეს სიმძაფრე არის განსხვავებული გეოგრაფიის მიხედვით, თუმცა აღქმა იმისა, რომ ევროკავშირმა და ევროპამ, ზოგადად ერთიანად უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, ნამდვილად არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ევროკავშირს დღეს რაც სჭირდება, არის ერთიანობა უკრაინასთან მიმართებაში და არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებაში, არამედ ზოგადად, უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვასთან დაკავშირებით. ცალსახად, ჩვენი ევროპელი კოლეგები ამბობენ, რომ ეს მოვლენები, დღეს რაც ხდება, არის ევროკავშირის ერთიანობის მაჩვენებელი, საკმაოდ ინტენსიურად განიხილავენ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიდის დისკუსია იმაზე, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს, რომ მეტად უსაფრთხო გახდეს ევროპა და ჩვენი რეგიონი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.