გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, ერთსულოვანია და მოვლენათა განვითარების მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ

9-03-2022

ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, ერთსულოვანია და მოვლენების განვითარების მიხედვით, მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად, ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულ ბანკთან ერთად, მჭიდროდ იმუშავა და გარკვეული სიმულაციები, პროგნოზები გაკეთდა, ასევე შიდა ანალიზები, დაშვებები, რომელიც გულისხმობს გარკვეულ რთულ სცენარებს რეგიონში შექმნილი ვითარებიდან და სანქციების სიმძიმიდან გამომდინარე.


„სწორედ ასეთ დროს, საჭიროა მთავრობის ქმედითი გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში, ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, ერთსულოვანია და მოვლენების განვითარების მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად, ეკონომიკური სტაბილურობა და განვითარების ტემპი შევინარჩუნოთ, ასევე გვქონდეს განვითარების შესაძლებლობები ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შესაძლო დანაკარგებზე, საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა გვქონდეს საკომპენსაციო ღონისძიებები. ეს შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რთული გადაწყვეტილება იყოს, მათ შორის სავალუტო რეზერვების ნაწილის გამოყენება, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ სხვა სექტორების გააქტიურებას ვხედავთ, როგორიც არის, მაგალითად, სატრანსპორტო გადაზიდვები და ლოგისტიკური მომსახურებები, რითაც საქართველოს ბუნებრივი უპირატესობა ჰქონდა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს კორიდორი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ბევრი სავაჭრო პარტნიორისთვის პრიორიტეტულია, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის - როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სტაბილური ალტერნატივა.


„მსგავსი სხვადასხვა შესაძლებლობით, დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ იმ დანაკარგების კომპენსირებას, რომელიც შესაძლოა იყოს და რაზეც ჩვენ გვექნება ოპერატიული, მყისიერი რეგირება. პროცესი ძალიან დინამიკურია, ყოველდღიურად იცვლება მოვლენები, ამიტომ ჩვენ მზად და მოტივირებულები უნდა ვიყოთ, რომ ადეკვატური პასუხები გვქონდეს ყველა გამოწვევაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.