გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად მოსალოდნელი სტიქია მნიშვნელოვნად იქნა შესუსტებული

11-05-2018

  ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 10 მაისს კახეთის ოთხ რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური გამოყენების შედეგად  825,5 კმ2 მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც მოსალოდნელი სტიქია მნიშვნელოვნად იქნა შესუსტებული.

 რეგიონში დღის პირველი ნახევრიდან ფრონტალური ღრუბლის მასები დასავლეთი მიმართულებიდან შემოვიდა, რასაც დაემატა ადგილობრივად ჩამოყალიბებული შიდამასიური ნალექის მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 40 მმ იყო.

11:44 საათიდან 18:39 საათამდე  გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ყვარლის რაიონებში შეზღუდული სროლის სექტორების არსებობის პირობებში ხუთი სეტყვასაშიში კერა რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. სროლისათვის დასაშვებ მიმართულებებზე გასროლილი იქნა 160 ერთეულამდე რაკეტა.
ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი სასოფლო სამეურნეო სავარგულების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა,  წვრილი სეტყვის მოსვლა დაფიქსირდა ყვარლის რაიონში მჭიდროდ დასახლებული პუნქტების თავზე სადაც უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის გამოყენება შეზღუდულია. 

   სეტყვასაწინააღმდეგო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მუდმივად ახორციელებს კახეთის რეგიონის თავზე მიმდინარე ატმოსფერულ პროცესებზე დაკვირვებას.