გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი სააკაშვილს: მილიონ ლარს რომ ურიცხავს "საქართველოს უნივერსიტეტი" უკრაინის მხარდაჭერის ფონდს - ეს თითქოს და ჰუმანური აქციაც პოლიტიკურ პერფორმანსად რატომ უნდა აქციო?

9-03-2022

"ვის იწვევ პაექრობაში, ქვეყნის აღმშენებლობაში საკუთარი 3 მილიარდის ქონების მჩუქებელ მამულიშვილს? თუ ათასობით ადამიანის ტრაგედიაზე, სისხლზე და უბედურებაზე გაქვთ შექმნილი ოჯახს - ის ჯოჯოხეთის მანათობელი ფინანსური პირამიდა, სჯობს ხმა საერთოდ არ გქონდეთ ამოსაღები. მათ შორის 2008 წლის ომზე გაკეთებული ფულის 2022 წლის ომის ფონდში გადარიცხვა“- ექსპერტი დავით ქართველიშვილი პატიმარი სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, სადაც ამბობს, რომ დედამისის, გიული ალასანიას დაფუძნებულმა უნივერსიტეტმა უკრაინის დასახმარებლად მილიონი ლარი გადარიცხა.


„პატიმარ პრეზიდენტს საკუთარი დედის ბიზნეს/პარტნიორის გვარი რომ ეშლება - ეს ცალკე თემაა: სანაძეა მანანა, არა სანოძე. მაგრამ როდის ეშლებოდა ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედება - როდის, ან ვის წინაშე? ბებია/ბაბუისგან "ანდერძად" მიღებულ, ან სულაც "ოფლითა და შრომით" ნაშოვნ მილიონ ლარს რომ ურიცხავს გიული ალასანიას "საქართველოს უნივერსიტეტი" უკრაინის მხარდაჭერის ფონდს - ეს თითქოს და ჰუმანური აქციაც პოლიტიკურ პერფორმანსად რატომ უნდა აქციო? ან ვის იწვევ პაექრობაში? ქვეყნის აღმშენებლობაში საკუთარი 3 მილიარდის ქონების მჩუქებელ მამულიშვილს? "უვადო" დიდ მარხვას იცავსო სააკაშვილზე მეუფე ნიკოლოზმა - მერე წაუკითხოს სახარების ზოგიერთი თავი მაინც, მათ შორის ქველმოქმედებაზე, როდესაც "მარცხენა ხელმა არ უნდა უწყოდეს, მარჯვენა რას აკეთებს სიკეთის დროს", წინააღმდეგ შემთხვევაში ფუჭია ეს ქველმოქმედებაც და სიკეთეც. ამ ქვეყანაში ნურავინ ნუ იტყვის, რომ ზუსტად იცის - ვის, რითი და როდის დაეხმარა ივანიშვილმა იმ დროს, როდესაც ამის შესახებ მხოლოდ სამმა იცოდა: უფალმა, მან და დახმარების ობიექტმა. იმ შემთხვევების გარდა, რა თქმა უნდა, როდესაც ეს საჯაროდ ცნობილი ხდებოდა საზოგადოებისათვის. არის რაღაც წმინდა თემები და საკითხები, რომლებსაც სჯობს საერთოდ არ შეეხო, თუ კი ბინძური სულის ან ბინძური ქონების მფლობელი ხარ. თუ ათასობით ადამიანის ტრაგედიაზე, სისხლზე და უბედურებაზე გაქვთ შექმნილი ოჯახს - ის ჯოჯოხეთის მანათობელი ფინანსური პირამიდა, სჯობს ხმა საერთოდ არ გქონდეთ ამოსაღები. მათ შორის 2008 წლის ომზე გაკეთებული ფულის 2022 წლის ომის ფონდში გადარიცხვა - ცინიზმია და სამწუხაროდ, ამ დრომდე, დაუსჯელი დანაშაულიც“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.