გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერ-მინისტრმა Rothschild & Co-სა და KAISER PARTNER-ის მმართველ დირექტორებთან ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილა

10-03-2022

საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებაზე სტრატეგიის შემუშავების პროცესი, რომელზეც Rothschild & Co-ი კომპანია KAISER PARTNER-ი მუშაობენ, აქტიურ ფაზაშია.


სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს Rothschild & Co-ისა და KAISER PARTNER-ის მმართველ დირექტორებთან არიელ მალარდ დე როტშილდსა და შტეფან ლინიგერთან განიხილა.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია, სტრატეგიაზე მუშაობა მაქსიმალურად ეფექტურად წარიმართოს, რათა უმოკლეს ვადებში დაიწყოს მისი განხორციელება. მთავრობის მეთაურმა კომპანიების ხელმძღვანელებს ამ პროცესში საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.


პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და კიდევ უფრო გააქტიურებას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.


კომპანიის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებში აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს, რათა სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში მაქსიმალურად აისახოს პრიორიტეტული მიმართულებები. დოკუმენტის პირველად ვერსიაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.


შეხვედრას კომპანია KAISER PARTNER-ის წარმომადგენელი ტილა კავენგი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.