გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზურაბ ქადაგიძე ხატია დეკანოიძეზე: ეს ქალბატონი ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს უსაფრთხოებას, საერთაშორისო როლს და სტაბილურობას; ესაა კლასიკური მე-5 კოლონა, საბოტაჟი ქვეყნის მიმართ და ღალატი

11-03-2022

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ხატია დეკანოიძის ინტერვიუს უკრაინულ ერთ-ერთ არხზე.


ანალიტიკოსი დეკანოიძის ქმედებას პროვოკაციას და საკუთარი ქვეყნის მიმართ ნაძირლობას უწოდებს.


„США, украинские и грузинские лаборатории у границ РФ реализуют проект, где в качестве переносчиков биооружия рассматриваются летучие мыши — Минобороны РФ ეს ოფიციალური განცხადებაა რუსეთის მხრიდან, რაც წარმოადგენს სუფთა წყლის პროვოკაციას...ასეთ განცხადებებს და დამოკიდებულებას ყველა საღად მოაზროვნე ქართველი იაზრებს და გასაკვირი სულაც არ არის ოკუპანტის მხრიდან... თუმცა... ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნახავთ, არანაკლებ პროვოკაციას და ნაძირლობას საკუთარი ქვეყნის მიმართ. როდესაც ეს ქალბატონი ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს უსაფრთხოებას, საერთაშორისო როლს და სტაბილურობას... ესაა კლასიკური მე-5 კოლონა,საბოტაჟი ქვეყნის მიმართ და ღალატი... პოლიტიკური მაროდიორების პარტია ხართ თქვენ“- წერს ზურაბ ქადაგიძე.