გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: სტრასბურგის შემდეგ ჰააგის გადაწყვეტილება კიდევ ერთი გამარჯვება და უმნიშვნელოვანესი წარმატებაა საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე!

11-03-2022

სტრასბურგის შემდეგ ჰააგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება და საქართველოს უმნიშვნელოვანესი წარმატება საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე!


პარალელურად, იმის მიუხედავად, რომ ომისპარტიელებმა თავის დროზე მთავარი მტკიცებულება, რუსული "ისკანდერის" ნაწილებიც კი გადამალეს, ნაცურმა სპეცოპერაციამ - "იქნებ მივიწეროთ", სტარტი აიღო... - ამის შესახებ მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.


"გასულ წლებში მათი მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიებიდანაც შეგვიძლია ერთ-ერთი გავიხსენოთ: ჰააგის მიმართულებით "ქართული ოცნება" იმიტომ აქტიურობს, ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგესო.


ამასობაში მეხუთე კოლონის მთავარი ტელევიზიიის უშედეგო მცდელობაც ვიხილეთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რაიმე დამაზიანებელი ეთქვა საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე.


რუსეთის ღია აგრესიის კვალდაკვალ მეხუთე კოლონა კვლავ განაგრძობს საქართველოს, მისი ხელისუფლების, მშვიდობის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა უშედეგოდ!" - წერს მდინარაძე.