გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თბილისში, გუდაურში, ნატახტარსა და სვანეთში ახალი ინდური ფილმის გადაღებები იწყება

11-05-2018

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფრო და უფრო დატვირთული ხდება და კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ დაინტერესებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს.  პროგრამის ფარგლებში, მისი ამოქმედებიდან სულ რაღაც 2 წელში კიდევ ერთი, ახალი, რიგით მეთხუთმეტე პროექტი ხორციელდება.

ახალ მხატვრული ჟანრის ფილმს - „K-12“ ინდური კომპანია ქართული საპროდიუსერო კომპანიასთან „ჯორჯიან ფილმ პროდაქშენ“  თანამშრომლობით იღებს, ხოლო გადასაღებ ლოკაციებად სხვადასხვა რეგიონები: თბილისი, გუდაური, ნატახტარი და სვანეთი შეირჩა.

ფილმის სიუჟეტი  ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე, კერძოდ ჰიმალაის ტერიტორიაზე ვითარდება,რომელიც იქ არსებულ რთულ სამუშაო პირობებს აღწერს. ფილმი გასაოცარი ლანდშაფტის ფონზე, წარმოუდგენელი სამაშველო მისიის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ორივე მხარის ჯარისკაცები დაუჯერებელ გამბედაობას, პატივისცემას და პროფესიონალიზმს გამოავლენენ.

აღსანიშნავია, რომ ფილმის რეჟისორ - პრავენ სატარასთვის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, მეორე პროექტია, კერძოდ კი 2016 წელს მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმი „პსვ გარუდა ვეგა“ გადაიღო, რომელშიც ბოლივუდის ვარსკვლავი, რაჯესაკარ ვარადარაჯანი (Raajesakar Varadarajan) ასრულებდა მთავარ როლს.

ფილმის გადაღებები 1 თვის განმავლობაში, კერძოდ 18 მაისიდან - 20 ივნისი ჩათვლით გაგრძლედება, პროექტის ფარგლებში საქართველოში 996 771 ლარი დაიხარჯება და გადაღებების პირველ ეტაპზე 22 მსახიობი დასაქმდება.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში განხორციელდა 15 პროექტი,  საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 9 ფილმზე, ხოლო 6 ფილმის გადაღებებები ამჟამად მიმდინარეობს. შემოსული პროექტებიდან ექვსი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-იტალიურ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ერთი ქართულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ბრიტანული, ერთი ქართულ-ირლანდიური, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ამერიკული, ერთი ქართულ- ნორვეგიული  და ერთიც კი ქართულ-ჩინური. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 26 მლნ  ლარზე მეტი დაიხარჯება, ხოლო ადგილობრივად 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სასიამოვნო წარმატებაც, რომ პროგრამის ფარგლებში შპს „იგელ პროდაქშენს“, "Betterfly Production"-ს, შპს "ჯიოსტარ ენთერპრაისს", სჯ "ფილმ პროდაქშენს", "Solution The Film"-ს რომლებიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა. აღნიშნული პროგრამა კი კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი.