11-03-2022
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქ გვერდზე აზიარებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ნედ პრაისის განცხადებას „მთავარი არხის“ წარმომადგენლის დასმულ შეკითხვაზე და წერს - „ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, ცოტა დაგვიანება უყვართ და მანამდე ჩვენ ხომ არ მიგვეხედა, ჩვენ ქვეყნისთვის, რაც უფრო სწრაფად უკეთესი იქნებოდა! რამდენჯერაც იკითხავთ როგორ? იმდენჯერ გიპასუხებთ: სასწრაფოდ მისაღებია კანონი დეზინფორმაციისა და ცილისწამების შესახებ!“ „უკრაინას თუ რუსეთი ეომება, საქართველოს ქართველები, უკრაინაში თუ მშვიდობიანი მოსახლეობა კვდება და ქალაქები იბომბება, საქართველოში დღე არ გავა, ვინმე არ გამოხტეს და ისეთი, რამ არ ჩაიდინოს ჭკუიდან არ გადაიყვანოს ხალხი, ახლა გაიგე ვის მიმართ უფრო დიდი დანაშაული ხდება უკრაინელების მიმართ, თუ ქართველების მიმართ. ჯერ იყო და უკრაინის მხარდამჭერი აქციის, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციად გადაქცევის მცდელობა, მერე უკრაინის ლიდერების, რომლებიც წესით თავის ქვეყნის გადარჩენაზე უფრო უნდა ფიქრობდნენ, კრიტიკული არამკითხე განცხადებები, ამას ხატია დეკანოიძის მიერ ერთაშორის შუღლის გაღვივების მიზნით, საქართველოზე რუსეთისთვის იარაღის შექმნის დახმარების დაბრალება. და აი, სულ ახალი, ვინმე ვიგინდარა ჟურნალისტად წოდებულის მიერ ამერიკელ ჩინოვნიკზე დასმული კითხვა, რომელიც მე პირადად ასე გავიგე: „გასაგებია, რომ რუსეთთან საომარ კონფრონტაციაში ვერ შედიხართ, მაგრამ შეგიძლიათ ერთი დიდი ბომბი საქართველოში ჩამოაგდოთ?“ ან „რუსეთში რომ ჩამოყაროთ ბომბები, ისე რომ საქართველოს დაჰბრალდეს?“ ბატონი ნედ პრაისი უპასუხებს: „რა გინდა შვილო?“ ეს ვაი ქართველი დემნა კი ისევ-„საქართველოს ხელისუფლება არაა აქტიური უკრაინა-რუსეთის ომში და მაგრად მიტყდება“ ნედ პრაისი: „საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა, ის კი არა და ჩვენც რაც შეგვიძლია იმაზე მეტს, ვერც ჩვენ ვაკეთებთო“ და იქვე იკითხა: „ეს პროვოკატორი ვინ შემოუშვა და საერთოდ ეს ვინ არისო“ უპასუხეს:„ ესო, აკრედიტებული ჟურნალისტიაო, საქართველოს ამა და ამ არხიდანო“. „ვაი, საქართველო, რა დღეში ყოფილხარო“-ჩაილაპარაკა ნედ პრაისმა- „დასრულდება ომი უკრაინაში და მართლა დაგეხმარებითო, ეს დემოკრატია არაა და ასეთი საკითხები მართლა მისახედიაო, ეს რომ ამერიკელ ჟურნალისტს ეთქვაო, ჩვენ მას ...“ არ ვიცი, არ ვიცი, ამ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, ცოტა დაგვიანება უყვართ და მანამდე ჩვენ ხომ არ მიგვეხედა, ჩვენ ქვეყნისთვის, რაც უფრო სწრაფად უკეთესი იქნებოდა! რამდენჯერაც იკითხავთ როგორ? იმდენჯერ გიპასუხებთ: სასწრაფოდ მისაღებია კანონი დეზინფორმაციისა და ცილისწამების შესახებ!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.