გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია გაბრიჭიძე: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ფაქტობრივად "ცელი გამოუსვა" ნაცების მხრიდან საქართველოს კომპრომეტირების დაჟინებულ მცდელობას

11-03-2022

„ბევრი არაფრის დაწერა არ ღირს "მთავარის" ჟურნალისტ ვინმე დემნა დევდარიანის დაჟინებულ სურვილზე, ნედ პრაისი აეყოლიებინა ნაცების მანიაკალურ სურვილში რაც შეიძლება მეტმა უცხოელმა ლანძღოს საქართველოს ხელისუფლება. არ გამოუვიდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლება თავის ყველა ნაბიჯში მართალია და ქვეყნისთვის ზრუნავს“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.


მისი თქმით როგორ არ სცადეს, როგორ არ ამახინჯეს ფაქტები, მაგრამ აშშ-ს ხელისუფლება საბედნიეროდ ინფორმაციებს ნაცებისგან არ იღებს.


“ბევრი არაფრის დაწერა არ ღირს "მთავარის" ჟურნალისტ ვინმე დემნა დევდარიანის დაჟინებულ სურვილზე, ნედ პრაისი აეყოლიებინა ნაცების მანიაკალურ სურვილში რაც შეიძლება მეტმა უცხოელმა ლანძღოს საქართველოს ხელისუფლება. არ გამოუვიდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლება თავის ყველა ნაბიჯში მართალია და ქვეყნისთვის ზრუნავს. როგორ არ სცადა, როგორ არ ამახინჯებს ფაქტები, მაგრამ აშშ-ს ხელისუფლება საბედნიეროდ ინფორმაციებს ნაცებისგან არ იღებს. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ფაქტობრივად "ცელი გამოუსვა" ნაცების მხრიდან საქართველოს კომპრომეტირების დაჟინებულ მცდელობას. ნედ პრაისი - ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ესმის, ის სავარაუდო შედეგი რაც შეიძლება მოყვეს რუსეთის აგრესიას, ისევ როგორც ეს ესმით საქართველოში, ის ქვეყანა რომელიც 2008 წელს თავად გახდა რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა, ომის მსხვერპლი, ძალიან ბევრ ქართველს მკაფიოდ ახსოვთ ეს დღეები. ქართველი ხალხი, მათ შორის მთავრობის წევრებიც სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ, მოულოდნელად ძლიერი ერთობა“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.