გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

11-03-2022

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და UNDP-ის ხელმძღვანელმა, ნიკ ბერესფორდმა გახსნეს.


„კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, კლიმატის ცვლილების დამანგრეველი შედეგების პრევენცია და მონიტორინგის, პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების ფართომასშტაბიანი სისტემის დანერგვა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.


ასევე, როგორც UNDP-ის ხელმძღვანელმა, ნიკ ბერესფორდმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოში, ადგილობრივ დონეზე ღონისძიებების გატარება აუცილებელია კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვისთვის.


„საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერებმა და საკრებულოების თავმჯდომარეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებისთვის საჭირო ზომები და ინვესტიციები განიხილეს. ორდღიანი შეხვედრის მუშაობაში ჩაერთნენ აბაშის, ახმეტის, გორის, თელავის, ლაგოდეხის, სამტრედიის, სენაკის, სიღნაღის, ქობულეთისა და ხობის თვითმმართველობების წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან ადამიანებისა და ეკონომიკის დასაცავად, შესაბამისი განათლების გასაუმჯობესებლად და საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად. მუნიციპალიტეტი, რომელთა წარმომადგენლები ესწრებოდნენ შეხვედრას, განლაგებულია საქართველოს იმ რეგიონებში, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ.


2019 წელს, საქართველომ მასშტაბური პროგრამა დაიწყო, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და კატასტროფათა რისკის შემცირებას ემსახურება. პროგრამა საქართველოს მთვარობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროგრამას აფინანსებენ კლიმატის მწვანე ფონდი და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები. პროგრამის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თანამედროვე მექანიზმები, მათ შორის ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და ადრეული შეტყობინების სისტემები უნდა დაინერგოს.


ძირითადი სამუშაოები განხორციელდება საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში, სადაც კატასტროფათა რისკი განსაკუთრებით მაღალია. გარდა ამისა, გაიზრდება კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმირებულობა“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.