გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცაიშში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

14-05-2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ცაიშის თემში ჩატარებულ საკრებულოსშუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა თენგიზ ალმასიამ გაიმარჯვა.

სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, სამივე საარჩევნო უბნის მონაცემების მიხედვით, თენგიზ ალმასიამ ამომრჩეველთა ხმების 63,68 % (840 ხმა) მიიღო, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გოდერძი კუკავამ - 33,51 % (442 ხმა), ხოლო „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ბაჩუკი ნარუშვილმა - 2,81% (37 ხმა).

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემში 2 819 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

ცაიშის თემში შუალედური არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი, გასული წლის 2 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

reginfo.ge