12-03-2022
,,რუსეთმა რაც ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ვიცით, იმაში გედავებიან, იურიდიულ დოკუმენტებში (ტალიავინის კომისია, #1633 რეზოლუცია, პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება) რატომ დააფიქსირეთ ქვეყნისთვის საზიანო ფორმულირებები? საგამოძიებო კომისიასთან სააკაშვილი საუბრობს, რომ 6 აგვისტოს მივიღეთ ინფორმაცია რუსი მესაზღვრეების შემოჭრაზე, შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, რომ როკის გვირაბში რუსული ტანკები იმყოფებოდაო და ა.შ.” - წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
როგორც სალუქვაძე ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს - თქვენ ამბობთ, რომ ამ დამაზიანებელ ფორმულირებებს ხელი ოკუპაციის ჩაწერის საფასურად მოაწერეთ, რაც ისედაც სახეზე იყო. რუსეთმა დაიკავა ჩვენი მიწები და არა პირიქით.
,,რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. სააკაშვილი: «კიდევ იტყვით, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი?» ჰააგის სასამართლომ განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. სააკაშვილი: «კიდევ იტყვით, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი?» რაც აწუხებს და რაც აქვს მიქარული, იმას გაიძახის. ამიტომ გაუხარდათ ომის დაწყება. ჰააგის სასამართლო არ იძიებს ვინ დაიწყო ომი. ერთნაირად იძიებს ორთავე მხარის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს. ამ წლებში პროკურატურას და სხვა სტრუქტურებს რომ არ ემუშავა, დადგებოდა დღევანდელი შედეგი? ვინც არ იცის რა არის ომის დანაშაული, მოიძიეთ ინტერნეტში. ომის დაწყება არაა ომის დანაშაული. ომის დაწყების შემდეგ ჩადენილი გარკვეული ქმედებები ითვლება დანაშაულად. მაგალითად: ტყვეების განადგურება, განზრახ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე ან მოსახლეობაზე და სხვა. სააკაშვილი დღევანდელ ხელისუფლებას აბრალებს ქართველი სამხედროების გასამართლება სურსო, არადა მისმა დელეგაციამ მისცა ხმა იმ გადამალულ და 2018 წელს აღმოჩენილ #1633 რეზოლუციას, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ უნდა დაიწყოს ომის საერთაშორისო გამოძიება (მუხლი. გამოძიებისას კი ორთავე მხარეს კითხავენ. რაც შეეხება ომის დაწყებას, თქვენ კი არავინ გედავებათ, თავად დაიდანაშაულეთ თავი იმავე #1633 რეზოლუციაში, რომლის მე-5 მუხლში წერია შემდეგი: «თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა». ომის დაწყების თარიღად რეზოლუციის მე-4 მუხლში 7 აგვისტო წერია. პრეზიდენტი ბრძანებულებაში 9 აგვისტოს წერს, რომ რუსეთი 8 აგვისტოს შემოიჭრა. მე-6 მუხლში კი ხმა მიეცით ფორმულირებას, რომ რუსეთის ქმედება იყო საპასუხო. რამდენჯერ უნდა ვიმეოროთ ერთი და იგივე? თქვენ ამბობთ, რომ ამ დამაზიანებელ ფორმულირებებს ხელი ოკუპაციის ჩაწერის საფასურად მოაწერეთ, რაც ისედაც სახეზე იყო. რუსეთმა დაიკავა ჩვენი მიწები და არა პირიქით. ამავე რეზოლუციაში სხვა, გაცილებით მძიმე ფორმულირებებია. წინა ხელისუფლების დელეგაციამ, ფაქტიურად, ომის დანაშაულების ჩადენაში ქართული მხარის დადანაშაულებას მისცა ხმა, რაც გაწერილია მე-11 მუხლში. ეს მუხლი გაცილებით მძიმეა, ვიდრე სხვა დანარჩენი. ბევრჯერ დავწერე ეს ანალიზი, მუხლების მოყვანით და გარჩევით. მაგალითად, ამ მუხლში წერია: «ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას». ამ ტექსტს ხმა როგორ მიეცით? რუსეთმა რაც ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ვიცით, იმაში გედავებიან, იურიდიულ დოკუმენტებში (ტალიავინის კომისია, #1633 რეზოლუცია, პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება) რატომ დააფიქსირეთ ქვეყნისთვის საზიანო ფორმულირებები? საგამოძიებო კომისიასთან სააკაშვილი საუბრობს, რომ 6 აგვისტოს მივიღეთ ინფორმაცია რუსი მესაზღვრეების შემოჭრაზე, შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, რომ როკის გვირაბში რუსული ტანკები იმყოფებოდაო და ა.შ. თუ ეს ინფორმაცია გქონდათ 6 აგვისტოს და ამის საფუძველზე გახსენით ცეცხლი 7-ში 23.35-ზე, 9 აგვისტოს ბრძანებულებაში რატომ არ მიუთითეთ, რომ რუსეთი 8 აგვისტოს კი არა, 6 ან 7 აგვისტოს შემოიჭრა ქვეყანაში? თუ რუსეთი 6-7 აგვისტოს შემოიჭრა, 9 აგვისტოს რატომ გამოაცხადეთ საომარი მდგომარეობა, რატომ არ გამოაცხადეთ 6 ან 7 აგვისტოს? 7-ში რა იურიდიული აქტის საფუძველზე დაიწყო ჯარმა მოქმედებები? პარლამენტის დადგენილება გამოიცა 9 აგვისტოს. პარლამენტის დადგენილების გარეშე ჯარი როგორ გამოიყენეთ? პარლამენტის დადგენილებაში რატომ არ მიუთითეთ რუსეთის აგრესიის ფაქტი, ახლა რომ ხმაურობდით რუსეთი არ ჩაწერეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაშიო? ცალკე საკითხია, რატომ გააშუქეთ ჯარის მოქმედებები, ანუ საარტილერიო შეტევა პირდაპირ ეთერში?! ასევე, რატომ ვერ დაუსაბუთეთ ევროსაბჭოს, რომ რუსეთი უკვე იყო შემოჭრილი და ცეცხლი ამიტომ გახსენით? მოისმინეთ სააკაშვილის 17 წუთიანი გამოსვლა საგამოძიებო კომისიაზე, წაიკითხეთ 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება და #1633 რეზოლუცია. სხვა დეტალებში არავინ შედის, თუმცა გამოსაძიებელი ბევრი რამეა. რაც სააკაშვილმა კომისიას უთხრა, რა ბრძანებულებასაც ხელი მოაწერა და რა რეზოლუციასაც ხმა მიეცით, მხოლოდ ამ საკითხებზე ისაუბრეთ. სანამ #1633 რეზოლუციას აღმოაჩენდნენ, ანუ 2018 წლამდე , მეც ვერიდებოდი ამ თემაზე ღიად წერას, მაგრამ ჩემს წერილებს ან ვინმეს საუბარს რაღა მნიშვნელობა და ძალა აქვს, როცა ევროსაბჭოში უკვე ყველაფერზე მოაწერეთ ხელი, რითაც კი შეიძლებოდა ქვეყნის დაზიანება?! ვერ ათვითცნობიერებთ ამ ყველაფერს, თუ ხალხს აბოლებთ?
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მავნე იურიდიული აქტებისა, საქართველომ მოიგო ჯერ სტრასბურგის სასამართლო, ახლა კი ჰააგის და თქვენს დამსახურებას რაში ხედავთ? გაჩუმდით მაინც და პასუხს არავინ გაგცემთ. თუმცა, 9 აგვისტოს ბრძანებულება პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს” - წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.