გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ქართველიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარემ თავის უკრაინელ კოლეგას საკადრისი პასუხი გასცა - აკადემიურ სტილში, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის მოხელეს პოზიციებიდან!

12-03-2022

,,დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავის უკრაინელ კოლეგას ყველა ჩვენგანის სახელით საკადრისი პასუხი გასცა - აკადემიურ სტილში, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის მოხელეს პოზიციებიდან. ის კი, რაც გვაკადრა უკრაინის რადას თავმჯდომარემ - ქუჩის ხულიგანისა და უზრდელი "ოროსანის" დონე იყო.” ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი შალვა პაპუაშვილის მიმართვას უკრაინის რადას თავმჯდომარისადმი.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, მიმართვაში შალვა პაპუაშვილმა - გულდაწყვეტილობას გაუსვა ხაზი.

 

,,დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავის უკრაინელ კოლეგას ყველა ჩვენგანის სახელით საკადრისი პასუხი გასცა - აკადემიურ სტილში, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის მოხელეს პოზიციებიდან. ის კი, რაც გვაკადრა უკრაინის რადას თავმჯდომარემ - ქუჩის ხულიგანისა და უზრდელი "ოროსანის" დონე იყო. რა გაეწყობა, ესეც ხალხის ნებაა - ზოგს პაპუაშვილი ჰყავს პარლამენტის სპიკერად, ზოგს კიდევ სტეფანჩუკი. არ ეპასუხა ბატონ შალვას - არ გამოდიოდა, თუმცა პაპუაშვილის პასუხში იმის შეგრძნება, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია მეგობარი ქვეყანა და მას ეს ძალიან კარგად ესმის - სავსებით იკითხება. გულდაწყვეტილები ვართო - იმ გამოხმაურების გამო, რაც ჩვენი ერის, ბერის და ხელისუფლების სულისკვეთებას ერგო თქვენი მხრიდანო. კიევის მაცხოვრებელთა ოდენობის მოსახლეობის მქონე სახელმწიფოებს შორის - საქართველოზე დიდი მხარდაჭერა და დახმარება, პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ დონეზე, ვინმეს აქვს გაწეული უკრაინისთვის? მე ვერსად ვპოულობ ვერც 2008 წლის რადას მხარდამჭერ რეზოლუციებს, არც ასობით ტონის მოცულობის უკრაინულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ინფორმაციას, არც რაიმე ტიპის ანტირუსული სანქციების გაზიარებას - თუნდაც იმ ტიპის, საქართველო რომ შეუერთდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო... ჩვენ კი გვესმის თქვენი ომისა და ეს იკითხება პაპუაშვილის წერილის მაქსიმალურად დიპლომატიურ ტონში, მაგრამ თქვენ რაც არ გესმით - ამაშია თქვენი უბედურება. შალვა პაპუაშვილმა - გულდაწყვეტილობას გაუსვა ხაზი, მე უმადურობასაც დავამატებდი. და ერთ რჩევასაც მოგცემდით - განთავისუფლდით ქართული მეხუთე კოლონის მძევლობიდან! თანაც სასწრაფოდ - გვიანი თუ არ არის უკვე!” - წერს ქართველიშვილი Facebook - ზე.