14-05-2018
გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში გარეგანათების მოწყობა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ბერშუეთში, ქვემო ნიქოზში, ხურვალეთსა და ტყვიავში გარეგანათების სისტემის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 333 670 ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ოთხი სოფლიდან სრულად განათდება სამი: ბერშუეთი, ხურვალეთი და ქვემო ნიქოზი. რაც შეეხება ტყვიავს, აღნიშნული სოფლის გარეგანათების სისტემას 30 სანათი დაემატება.
კომპანია „აკა ენერჯი“ სამუშაოების დასრულებას ორ კვირაში, ვადაზე ადრე გეგმავს. ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნულ კომპანიას სამუშაობის დასრულების ბოლო ვადად 15 ივლისი განესაზღვრა.
"ინტეპრესნიუსი"