გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თიბისი IT აკადემიაში 2022 წლის კურსებზე სტუდენტების მიღება დაიწყო

15-03-2022

თიბისი IT აკადემიაში Test Automation, Android, IOS, DevOps  დაOutsystems- ის კურსებზე სტუდენტებისონლაინ რეგისტრაცია დაიწყო.  მიღებული აპლიკაციებიდან ჟიური  თითოეულ კურსზე 30-მდე საუკეთესო სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც სწავლას აკადემიაში სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ.

 

კურსების ხანგრძლივობა განსხვავებულია და ის 2-დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში, ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები ახალი პროფესიის შესწავლას ან ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ.

 

კურსებს სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან. თიბისის ITDevelopment-ის გუნდის ლიდერები ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდით, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემენ, რეალურ პროექტებზე იმუშაონ და გაიღრმავონ ცოდნა.

 

კურსზე მოსახვედრად, დაინტერესებულმა პირებმა ტესტირებისდა გასაუბრების ეტაპები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც მოხდება აპლიკანტების შერჩევა.

 

კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე დარეგისტრირებაშესაძლებელია შემდეგ ბმულზე: IT | TBC x Academy (tbcacademy.ge)

 

თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმებაა. ვფიქრობთ, საუკეთესო პროდუქტსა და სერვისს ვქმნით, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. IT აკადემია კი ძალიან გვეხმარება, ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებიც საუკეთესო პროდუქტების შექმნაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ექნებათ. ასეთი მასშტაბების პროექტი სასარგებლოა არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის”, - ზურაბ პერტაია, IT აკადემიის ლიდერი.

 

საგანმანათლებლო პლატფორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიისმიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. 

 

2019 წლიდან დღემდე, თიბისი IT აკადემიაში უკვე 600-ზე მეტმაახალგაზრდამ გაიარა სხვადასხვა კურსი, წარმატებული 200  სტუდენტი კი თიბისი ჯგუფში დასაქმდა.