გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა

14-05-2018

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

როგორც knews.ge-ს თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა განუცხადა, მალხაზ ბაღუაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ნინო აფციაურის ინფორმაციით, უწყებამ აღნიშნულ თანამდებობაზე დახურული კონკურსი გამოაცხადა. 
"მალხაზ ბაღუაშვილიმა თანამდებობის დატოვების მოთხოვნით მერს განცხადებით მიმართა. თელავის მერმა ბაღუაშვილის განცხადება დააკმაყოფილა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დახურული კონკურსი უკვე გამოცხადებულია. კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ხუთ წლიანი სამუშაო გამოცდილება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და პროფესიით უნდა იყოს არქიტექტორი. ვაკანტურ თანამდებობაზე დამატებითი მოთხოვნაა ეკონომიკის, მდგრადი განვითარების, არქიტექტურის სფეროში ან პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავს", - განუცხადა knews.ge-ს ნინო აფციაურმა. 
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო 1700 ლარია. 
დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში; 
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს. გარდა ამისა, კონკურსში მონაწილეობის სმურველმა კანდიდატმა აუცილებელია, წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

knews.ge