გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ვარშავისა და კარდინალ შტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტებში სამუშაო შეხვედრები გამართა

15-03-2022

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მ/შ ზაურ ახვლედიანმა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველმა ემზარ კახიძემ პოლონური მხარის მიწვევით, ვარშავისა და კარდინალ შტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტებში სამუშაო შეხვედრები გამართეს.


შეხვედრები შედგა ვარშავის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ალოიჟი ზ. ნოვაკთან (Alojzy Z. Nowak) და რექტორატის წარმომადგენლებთან, აგრეთვე კარდინალ შტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ ფაბიან ველჩთან (Fabian Welc).


ორივე უმაღლესი დაწესებულების წარმომადგენელმა არსებული თუ სამომავლო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის გააქტიურებაში მზადყოფნა გამოთქვა. ვარშავის უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება ყოველწლიური არქეოლოგიური ექსპედიცია გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე. შეხვედრა შედგა ასევე პოლონეთის ეროვნული ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელთან, დოქტორ მარჩინ ზარზეჩკისთან (Marcin Zarzecki), რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა გონიოში, პეტრასა თუ ფიჭვნარში ერთობლივი არქეოლოგიური კვლევების დაფინანსებისათვის ხელშეწყობის საქმეში. საუბარი შეეხებოდა ასევე ლიმეს კონგრესის ბათუმში ჩატარების ორგანიზებას.