გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მოზარდებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა სკოლაში შესაბამისი ღონისძიება განხორციელდა

15-03-2022

საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ დღეს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა სკოლაში შესაბამისი ღონისძიება განახორციელა:


ჩატარდა სკოლების სრული დეზინფექცია, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.


საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში კვლავ ძალაშია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები: პირბადეების ტარების წესი, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო წლის ბოლომდე უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგით.