გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქტივობებში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაერთო

15-03-2022

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სამსახურის ხელმძღვანელმა და თანამშრომლებმა მიიღეს.


აქციის ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას და უკრაინაში გაგზავნას უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს.


“სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქტივობებს იწყებს. დღეს, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩავერთეთ, ასევე ვგეგმათ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას და გაგზავნას. სისხლის უანგარო დონაცია ის მცირედია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად” - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.