გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს; ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია

15-03-2022

დღეს, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და ხალხი, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ესოდენ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა, უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია.


„დღეს, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და ხალხი, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ესოდენ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა, უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, ყველა კონსტიტუციური ორგანოსა და ინსტიტუტის მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ფუნქციონირებას გულისხმობს. ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია,"- აღნიშნავს პრემიერი.