გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური: ტელეკომპანია „პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება

15-03-2022

ტელეკომპანია „პირველი"-ს ეთერში გაჟღერდა არასწორი ინფორმაცია სამსახურის უფროსის მოადგილის, ნათია სონღულაშვილის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის თითქოსდა არსებობის შესახებ, სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"გვინდა აღვნიშნოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პროცესის მონაწილეებს შორის შესაძლებელია არსებობდეს მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება და არა ინტერესთა კონფლიქტი. სისხლის საპროცესო კანონმდებლობა მკაფიოდ განმარტავს, რომ პროკურორის და გამომძიებლის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულება პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს მათ შემდგომ მონაწილეობას.


საგამოძიებო სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთა შორის ფუნქციების განაწილების შესახებ ბრძანებით, ნათია სონღულაშვილი ხელმძღვანელობს სამსახურის ადმინისტრაციულ აპარატს და მასში შემავალ დეპარტამენტებს. მის საკურატორო სფეროდ არ არის განსაზღვრული საგამოძიებო დეპარტამენტი, აქედან გამომდინარე, მას რაიმე შემხებლობა ვერ ექნება სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე.


შესაბამისად, ტელეკომპანია „პირველი"-ს ეთერში გავრცელებული ინფორმაცია და გაკეთებული კომენტარები, სამსახურის უფროსის მოადგილის ნათია სონღულაშვილის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არის ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს" - ნათქვამია განცხადებაში.