გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მერი მუნიციპალიტეტის სოციალურად აქტიურ, წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა

16-03-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი მუნიციპალიტეტის სოციალურად, აქტიურ, წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც მიმდინარე წლის 16–20 თებერვალს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, მერის ინიციატივით და მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში „ქართული კულტურის დღეები -2022", ღონისძიება ორგანიზებული იყო ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება"-ს მიერ.


ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდობის წახალისება, მოტივაციის ამაღლება და საინტერესო, წარმატებულ პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობა.


შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ჩაგელიშვილი.


აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება" მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომლებიც მთლიანად სახელმწიფოებრივი განვითარების აქცენტებით არის დატვირთული, პროექტების მიზანია მრავალფეროვანი და უნივერსალური ახალგაზრდული აქტივობებით, ლიდერების აღმოჩენა და მათში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, რაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე წარმატების მისაღწევად ფასდაუდებელ გამოცდილებას შესძენთ.


შეხვედრაზე, პროექტში მონაწილე, წარმატებულმა მონაწილეებმა, მადლობა გადაუხადეს ონის მუნიციპალიტეტის მერს სერგი ხიდეშელს, ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. ახალგაზრდებმა ისაუბრეს შთაბეჭდილებებზე, რომლებიც ერევანში ყოფნის დროს განიცადეს, კულტურათა გაზიარების და სამომავლო გეგმების ფორმატში.


შეხვედრის დასასრულს, სერგი ხიდეშელმა აღნიშნა, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერს აქტიური ახალგაზრდების ინიციატივებს, მუნიციპალიტეტის და რეგიონის საკეთილდღეოდ.