გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: მმართველი ძალის მხრიდან ეკონომიკური სანქციების საკითხი დაიხურა!

16-03-2022

მმართველი ძალის მხრიდან ეკონომიკური სანქციების საკითხი დაიხურა... საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობა შეუერთდა ყველა, პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ იზოლაციას რუსეთის მიმართ... - ასე ეხმიანება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ირაკლი კობახიძის ბრიფინგს.


მისი თქმით, ხელოვნურად შექმნილმა შაქრის დეფიციტმა, პირდაპირ გამოავლინა ის პოტენციური კოლაფსი, რაც შეიძლება ეკონომიკურმა სანქციებმა გამოიწვიოს.


„მოკლედ, ეკონომიკური სანქციების საკითხი დაიხურა მმართველი ძალის მხრიდან... საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობა შეუერთდა ყველა, პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ იზოლაციას რუსეთის მიმართ... "ომის პარტიის" საერთაშორისო ლობისტების მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით არის პროვოკაცია, რომელიც ნაც-მოძრაობას აწყობს, თუმცა ცდილობს ირიბად, ლობისტების მეშვეობით შემოაპაროს ქართულ საზოგადოებას. აბა ისე, პირდაპირ ვერ გააცხადებს, რადგან საზოგადოების დამოკიდებულება კარგად იციან... P.S. ხელოვნურად შექმნილმა შაქრის დეფიციტმა, პირდაპირ გამოავლინა ის პოტენციური კოლაფსი, რაც შეიძლება ეკონომიკურმა სანქციებმა გამოიწვიოს“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.