გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საფრანგეთში, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის გაძლიერების საკითხებზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს

17-03-2022

ვაზის გენეტიკრი რესურების მოძიების, შესწავლის, გაცვლის, კლიმატურცვლილებებზე რეაგირების, მცენარეთა გენეტიკური ბანკის მოწყობის ორგანიზების საკითხებზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ შეხვედრა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტის (INRAE) ოქსიტანია-მონპელიეს პრეზიდენტთან, სილვენ ლაბესთან გამართეს.


ქართულმა მხარემINRAE-ს ვაზის გენეტიკური რესურსების კოლექციის დირექტორთან, სესილი მარშალთან ჯიღაურას კოლექციაში დაცული ჯიშების მენეჯმენტისთვის მონაცემთა ბაზის შექმნის, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების და კვლევების ორგანიზების და განხორციელების, კოლექციებს შორის გენოფონდის გაცვლის საკითხები განიხილა. პრიორიტეტულ მიმართულებებად ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, მოლეკულური გენეტიკის, მცენარეთა ეკოფიზიოლოგიის, ქსოვილის კულტურის, მცენარეთა გენეტიკური ბანკის და სხვა მიმართულებებით განისაზღვრა.


სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ქართულმა მხარემ არაერთი შეხვედრა გამართა.