14-05-2018
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია სამეგრელოში რეგისტრირებული 800 დევნილი ოჯახის განაცხადს განიხილავს, რომელსაც სოფელში სახლის შესყიდვა სურს. რადიო „ათინათს“ დევნილთა სამინისტროში უთხრეს, რომ კომისიას ამ დროისთვის 350-მდე დადებითი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და განაცხადის განხილვა გძელდება. პროექტის „სოფლად სახლის“ ფარგლებში, დევნილი ოჯახი კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად არჩევს.
„სოფლად შესყიდულ სახლებს თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს“ -, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, იმ დევნილი ოჯახებისთვის კი, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლი“ უკვე შეუსყიდა, მცირე ბიზნესის დასაწყებად 10 000 ლარის ფარგლებში, გრანტები გადაეცემათ.
რადიო "ათინათი"