გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით სერგეენკო ოპოზიციაზე: ამ მოძახილებსა და მოწოდებებს სჯობს, თანხა შესწირონ, რათა უკრაინელებს რეალური დახმარება გავუგზავნოთ

17-03-2022

ამ მოძახილებსა და მოწოდებებს სჯობს, თანხა გადაიხადონ, რათა უკრაინელებს რეალური დახმარება გავუგზავნოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.


მისი თქმით, საქართველოს რუსეთის მიმართ სანქციების მთელი რიგი პაკეტი 2008 წლიდან უკვე დაწესებული აქვს და მას კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ეწოდება.


სერგეენკოს განმარტებით, „პროცესი დინამიურია და ოპოზიციის მოძახილები სანქციებზე შეერთების თაობაზე უკვე ძალიან მომაბეზრებელია“.


„ორი კვირაა პარლამენტი აგროვებს თანხას, ყიდულობს ჰუმანიტარულ დახმარებას და აგზავნის. ამაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ტვირთი არის საქართველოს პარლამენტიდან და არა „ქართული ოცნებიდან“. ანგარიში ერთი კვირის წინ გავხსენით და თანხა ოპოზიციიდან არავინ შემოიტანა. ვიფიქრე, ამის შესახებ ვერ გაიგეს და გუშინ მესიჯები კიდევ გავუგზავნეთ. დღეს დილით გადავამოწმე და კიდევ არ არის. ამ მოძახილებსა და მოწოდებებს სჯობს, თანხა გადაიხადონ, რათა უკრაინელებს რეალური დახმარება გავუგზავნოთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.