15-05-2018
ქუთაისის სპორტის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს . ძველი დირექტორი ლომერ ახვლედიანი აღნიშნულ პოსტზე ზაზა ჩხიკვაძემ ჩაანაცვლა. ზაზა ჩხიკვაძის მეუღლე თეონა გოგიაშვილი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED”-ის იმერეთი,სამეგრელო-ზემო სვანეთი,რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი.
ზაზა ჩხიკვაძის ძმა ქუთაისის საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძეა, რომლის ცოლის ძმა კი იმერეთის სამხარეოს ყოფილი უფროსი ზაზა ჩუბინიძეა, რომელიც kutaisitoday.com-ის დამფუძნებლის ბუბა ჩივაძის განცხადების საფუძველზე შსს მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან ეგრეთწოდებული ,,მგლის“ სტატუსით დაითხოვა, ხოლო მისი საქმიანობის შესწავლას შსს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა.
იმუშავებს თუ არა არასამთავრობო სექტორი და მთავრობა შეთანხმებულად, ეს წინ მომდგარ არჩევნებზე აისახება.