გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: დრამაქვინი გვარამია რომ დაგემუქრება, როგორც მინიმუმ არ უნდა გაგეცინოს

18-03-2022

სააკაშვილის, ბელადის მითითებების არ და ვერ დამორჩილება არის მათი ქმედების საფუძველი, მათმა ბელადმა სასამართლოში თქვა რაღაც, რისი აქტუალიზაციაც ვერ მოხდა, წმინდა წყლის ოკუპაციური, ამ ქვეყნისთვის მოღალატეობრივი ნარატივი, ამიტომ იყვნენ გაგიჟებული, რომ საქართველოსთვის მტრული საკითხი ვერ გააქტუალურდა, კითხვაც კი ვერ დაისვა საქართველოს პარლამენტში, იმიტომ, რომ თავისივე ჟურნალისტები მიხვდნენ, რა მტრობასთან და უბედურებასთან გვქონდა საქმე, ამიტომ იყო ნიკა გვარამიას გაცხარება და დრამაქვინობა გუშინ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიას მიერ, მისი მისამართით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადების კომენტირებისას.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მათი ერთადერთი მიზანია, სააკაშვილის, თემის აქტუალიზაცია მოხდეს, ბელადის რომელიც ბრაზდება იმის გამო, რომ მისი საკითხი ცოტა გვერდზე გაიწია.

 

„რაც შეეხება თქვენს არხს, ერთი რამე გადაეცით თქვენს ხელმძღვანელს, გუშინ მაჩვენეს ვიდეო, სადაც მუქარას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მუქარის აღქმა ცოტა ძნელია, დრამაქვინი გვარამია რომ დაგემუქრება, კაცი რომ დაგემუქრება, როგორც მინიმუმ არ უნდა გაგეცინოს, აქედან გამომდინარე რა უნდა არ ვიცი.


პრინციპში, მისი მიზანი გასაგებია, როგორც ჩანს, ის დარწმუნდა, რომ თავის ე.წ. „ნიუსრუმშიც“ კი მიხვდა ბევრი ადამიანი, რომ მისი პროპაგანდა ემსახურება მოღალატეობრივ მიზნებს. ეს გაფრთხილება ჩემს მიმართ კი არ იყო, თქვენს მიმართ იყო, რომ ნუ ელაპარაკებით ამ ხალხს, განსაკუთრებით მამუკა მდინარაძეს, თუ სხვა პოლიტიკოსებს, რომლებიც გეუბნებიან სიმართლეს. რადგან მას კომპლექსი აქვს ამის, რომ კამერის მიღმა არ ვუთხრა სიმართლე რომელიმე თქვენგანს, კამერის წინ გეტყვით ყოველთვის, გუშინ რა კითხვის დასმასაც აპირებდით თქვენ და რა საკითხის წამოწევასაც, არ ვიცი, კიდევ თუ გაბედავთ, ის არის საქართველოს ღალატი და როგორც კი ამ კითხვას დამისვამთ, იმ წუთას დაგიმტკიცებთ, რომ ეს არის საქართველოს ღალატი ყველა მოქალაქისთვის მარტივად გასაგებ ენაზე. სხვათა შორის, რა კითხვაზეც მე გუშინ „მთავარ არხს“ მივუთითე, მათი ხელმძღვანელი რომ გადაირია, რაღაც სიტყვებს ისროდა, თვითონ არ იცოდა რას, მათმა ბელადმა სასამართლოში თქვა რაღაც, რისი აქტუალიზაციაც ვერ მოხდა, წმინდა წყლის ოკუპაციური, ამ ქვეყნისთვის მოღალატეობრივი ნარატივი, ამიტომ იყვნენ გაგიჟებული, რომ ის მოღალატეობრივი, საქართველოსთვის მტრული საკითხი ვერ გააქტუალურდა, ამის შესახებ კითხვაც კი ვერ დაისვა საქართველოს პარლამენტში იმიტომ რომ, თავისივე ჟურნალისტები მიხვდნენ, რა მტრობასთან და უბედურებასთან გვქონდა საქმე, შესაბამისად, ამიტომ იყო მისი გაცხარება და დრამაქვინობა გუშინ. ეგ იყო ერთადერთი, ანუ, სააკაშვილის, ბელადის მითითებების არ და ვერ დამორჩილება არის მათი ქმედების საფუძველი 90 პროცენტის შემთხვევაში, ეს არის მარტივი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.