გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რუსთავში მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწო

15-05-2018

რუსთავში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო.

ჭყონდიდელის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა. ირაკლი ტაბაღუა მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

პროექტი, რომლისთვისაც საერთო ჯამში 2 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯება დაახლოებით გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალურ-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით მშვიდობის ქუჩაზე შიდა კომუნიკაციები შეიცვლება რის შემდეგაც ტერიტორიაზე  ასფალტი ორ ფენად დაიგება.

ასევე იგეგმება ტროტუარების მოწყობა ყველა იმ მონაკვეთზე სადაც ქვეითად მოსიარულეები გადაადგილდებიან.

საგზაო-სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები მშვიდობის ქუჩაზე, დაახლოებით სამი თვე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობა მშვიდობის ქუჩის საავტომობილო გზის მოწესრიგებას რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა.

მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

"ინფორუსთავი"