გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა: რუსი მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული მოქმედებები მიუღებელია! ამას ამბობს გერმანიის კანცლერი, სხვა რა თქვა ირაკლი კობახიძემ, ზუსტად ასევე დაგმო ნაცმოძრაობა რუსი მოქალაქეების დისკრიმინაციის გამო

18-03-2022

,,ირაკლი კობახიძემ, ზუსტად ასევე დაგმო ნაცმოძრაობა რუსი მოქალაქეების დისკრიმინაციის გამო. მოღალატის იარლიყი რომ მიაწეპეს, ახლა გვიპასუხონ შოლციც მოღალატეა?‘’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებას - რომ მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ - ეს პუტინის ომია და მხოლოდ ის არის ამაზე პასუხისმგებელი.

 

,,რუსი მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული მოქმედებები მიუღებელია! ამას ამბობს ადამიანი, რომელიც არის ევროპის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის გერმანიის კანცლერი. და 4 მარტს სხვა რა თქვა ირაკლი კობახიძემ, ზუსტად ასევე დაგმო ნაცმოძრაობა რუსი მოქალაქეების დისკრიმინაციის გამო. მოღალატის იარლიყი რომ მიაწებეს, ახლა გვიპასუხონ შოლციც მოღალატეა? თუმცა არც მიკვირს ამ დაჯგუფების ნარატივი მშვიდობიანი რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ, თავის მოქალაქეებს რას უშვებდნენ და სხვას დაინდობენ? სწორედ ეს არის "ომის პარტიის" ორმაგი სტანდარტის მაგალითი, რასაც ყველა კარგად ხედავს’’ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.