18-03-2022
როგორც ჩანს, ჩვენი მეხუთე კოლონა საქართველოში ფაშისტურ, ქსენოფობიურ, არადემოკრატიულ, ანტიდასავლურ, ველურ გამოვლინებებზე ევროკავშირის ყურადღების გამახვილებით, ცდილობს ქვეყანას პრობლემები შეუქმნას ევროგანაცხადის გზაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით.
ასევე საინტერესოა ნაცსექტანტების დამოკიდებულება თავად ოლაფ შოლცთან დაკავშირებით - მოღალატეა ის თუ არა? - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებას, რომ მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ - ეს პუტინის ომია და მხოლოდ ის არის ამაზე პასუხისმგებელი.
„2008 წლის 30 აგვისტოს, როდესაც ჩვენი მიცვალებულების ძირითადი ნაწილი უკვე მივაბარეთ მიწას, ათობით ათასობით დევნილი განვათავსეთ ქუჩებსა და ნათესავებში - იმდროინდელმა სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ფრთხილი და პოლიტკორექტული თხოვნით მიმართა ევროპარლამენტს, რუსეთისთვის ისეთი სანქციები დაეწესებინათ, რომლებიც რუსეთის მოსახლეობას არ შეეხებოდა (საბოლოო ჯამში, არც არანაირი არ დაუწესებიათ). არ უნდა შეხებოდა, იმიტომ რომ სულ რამდენიმე თვეში, ნაც/რეჟიმს რუსეთთან სავიზო რეჟიმი უნდა გაეუქმებინა, სააკაშვილი უნდა ჩასულიყო ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე "რუსი ოკუპანტებისთვის" ტურიზმის სეზონის დადგომის მოსალოცად და მათთვის ქართული ბიზნეს-კარების ფართოდ გაღების მიზნით. მაგრამ ირაკლი კობახიძის მოწოდებას, რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში ქსენოფობიის გამოვლინების არდაშვების თაობაზე - ქართველმა რადიკალურმა ნეოტროცკისტებმა მოღალატეობრივი უწოდეს. დღეს ირაკლი კობახიძის მიდგომა სრულად გაიზიარა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა: "მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ - ეს პუტინის ომია და მხოლოდ ის არის ამაზე პასუხისმგებელი".
როგორც ჩანს, ჩვენი მეხუთე კოლონა შესაძლებელია საქართველოში ფაშისტურ, ქსენოფობიურ, არადემოკრატიულ, ანტიდასავლურ, ველურ გამოვლინებებზე ევროკავშირის ყურადღების გამახვილებით, ცდილობს ქვეყანას პრობლემები შეუქმნას ევროგანაცხადის გზაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით. ასევე საინტერესოა ნაცსექტანტების დამოკიდებულება თავად ოლაფ შოლცთან დაკავშირებით - მოღალატეა ის თუ არა?" - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.