გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „მთავარი არხის“ მიერ დავით მათიკაშვილის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა

19-03-2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ჟანა აკოფაშვილმა დეპუტატ დავით მათიკაშვილის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი („ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“) დაარღვია.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში, 2021 წლის 16 ოქტომბერს, გადაცემაში „მთავარი შაბათი“, გასულ სიუჟეტში „მდიდარი მოხელეები“ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ჟანა აკოფაშვილი.


გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.


„სიუჟეტის თანახმად, იგი ეხებოდა გამდიდრებულ დეპუტატებს, მათ შორის, დავით მათიკაშვილს, რომელთან დაკავშირებითაც ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მან ყველა სურვილი შეისრულა, რაც გამდიდრებას ეხებოდა. სიუჟეტში მითითებულია, რომ დავით მათიკაშვილი 4 საცხოვრებელ ბინას ფლობს. ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით, იგი ფლობს არა 4, არამედ 3 საცხოვრებელ ბინას. ჟურნალისტი ასევე აწვდის მაყურებელს ინფორმაციას, რომ მათიკაშვილი ფლობს ბინებს ბორჯომსა და ბაკურიანში, ანუ დამატებით კიდევ 2 ქონებას. ასევე საჯარო ინფორმაციის თანხმად, მათიკაშვილის ცოლი, ნინო მამულაშვილი ფლობს ერთ ქონებას ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში და არა 2 ქონებას, როგორც ეს სიუჟეტში იყო მითითებული. აქვე აღსანიშნავია, რომ ვინაიდან ჟურნალისტი აქცენტს აკეთებდა „მილიონერ დეპუტატებზე“, გამდიდრებულებზე, მნიშვნელოვანია, ფასის გარდა, სხვა ინფორმაციაც მიეწოდებინა აუდიტორიისათვის, კერძოდ, შეძენილი ბინების ფართი, მათი მდგომარეობა შეძენის მომენტში, რათა აუდიტორიისთვის სრული სურათი ყოფილიყო ნაჩვენები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი“, - აღნიშნულია ქარტიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.